ავტორი:

რიონჰესთან, ხევში გადავარდნილ ავტომობილში, ორი 20 წლამდე ახალგაზრდა იჯდა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რიონჰესთან, ხევში გადავარდნილ ავტომობილში, ორი 20 წლამდე ახალგაზრდა იჯდა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ავტომობილში, არსებული ინფორმაციით, ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: