ნიკოლას ქეიჯის თქმით, მას შემდეგ, რაც სექტემბერში მალიბუში მდებარე მისი ვილა უზარმაზარ ნაპრალში კინაღამ გადაიჩეხა, ის “უსახლკაროდ“ დარჩა.

62 წლის მსახიობი შაბათს L.A. Comic Con-ს ეწვია, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და ჰელოუინთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

“ამჟამად უსახლკარო ვარ. მას შემდგე რაც ჩემს მალიბუს სახლს დაემართა, სასტუმროებში მიწევს ყოფნა და იმ ტრადიციული საჩუქრების ჩამორიგებით ვერ ვისიამოვნებ, რაც ასე ძალიან მიყვარს,“ - განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.



ძლიერი წვიმებისა და სანაპიროს ეროზიის მიზეზით გამოწვეული მიწის ჩავარდნის გამო, ქეიჯის 10.5 მილიონი დოლარის ღირებულების სანაპირო სახლს კატასტროფული ზიანი მიადგა.
8 სექტემბერს გადაღებულ ფოტოებზე იმ ადგილას, სადაც ადრე სახლთან მისასვლელი გზა (სავალი ნაწილი) იყო, ღრმა ორმო ჩანს. დახურულ ავტოფარეხამდე მიმავალ გზაზე ასფალტი და ბეტონი გასკდა და ჩაინგრა, რამაც მსახიობის კუთვნილი ნივთების ნაწილი ჩაიტანა თან.
გამოცემა The Post-ის ცნობით, “სახიფათო პირობების“ გამო ქუჩაზე მდებარე 7 სახლი საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა, ხოლო დამატებით 24 სახლს “უსაფრთხო სატრანსპორტო წვდომის არქონის“ გამო წითელი სტატუსი მიენიჭა.