ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ავტომობილში, არსებული ინფორმაციით, ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
კადრებს ადგილიდან “ტელე-რადიო კომპანია რიონი“ ავრცელებს.