ავტორი:

მეცნიერებმა პლუტონის მიღმა პოტენციური ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე იმალებოდა'

მეცნიერებმა პლუტონის მიღმა პოტენციური ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე იმალებოდა'

ახალმა, მძლავრმა ტელესკოპმა პლუტონის მიღმა ჯუჯა პლანეტის ახალი კანდიდატი აღმოაჩინა. მეცნიერების განცხადებით, ის შესაძლოა ჩვენი მზის სისტემის ამ რეგიონში ოდესმე აღმოჩენილ მსგავს ციურ სხეულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასიური იყოს.

27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენა ჩილეში, მდებარე ახლად ამოქმედებული “Vera C. Rubin “ - ის ობსერვატორიის დაკვირვებების საფუძველზე გაკეთდა.

ობსერვატორია ერთობლივად ფინანსდება აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერების ოფისის მიერ. მან ცის 10-წლიანი შესწავლა 2026 წლის ივნისში დაიწყო და ადრე უცნობი ობიექტების მოსაძებნად მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა გამოიყენა.

  • მკვლევარებმა აღმოჩენილ ობიექტს 2026 ED138 უწოდეს. მათი შეფასებით, მისი დიამეტრი დაახლოებით 595-1500 კილომეტრს შეადგენს.

13 ოქტომბერს ასტრონომი მეთ ჰოლმანი კოლეგებთან ერთად მუშაობდა, რა დროსაც მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში შეგროვებული ტელესკოპური მონაცემების გასაცხრილად მათ მიერ შემუშავებულ პროგრამას იყენებდა, სწორედ ამ დროს შენიშნეს მეცნიერებმა ახალი ობიექტი.

“მსგავსი ობიექტები ძალიან იშვიათია, ამიტომ დაუყოვნებლივ დავიწყე შემოწმება რამე ხომ არ შეგვეშალა“ - განაცხადა აღფრთოვანებულმა ჰოლმანმა.

ED138 ამჟამად მზიდან დაახლოებით 4.3 მილიარდი მილის დაშორებით მდებარეობს, რაც პლუტონზე შორი მანძილია (პლუტონი მზის გარშემო საშუალოდ 3.7 მილიარდი მილის მანძილზე მოძრაობს).

მეცნიერები ED138-ს ტრანსნეპტუნური ობიექტის კლასიფიკაცია მიანიჭეს. ეს ნიშნავს, რომ ის მზის გარშემო ნეპტუნის მიღმა მოძრაობს, ნეპტუნი კი ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე შორეული პლანეტაა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იქნა ეს ობიექტი უფრო ადრე აღმოჩენილი, ოფიციალური პირების განმარტებით, ის ირმის ნახტომის მახლობლად, ცის გადატვირთულ რეგიონში იმალებოდა, სადაც მილიონობით ვარსკვლავის სინათლე ადრინდელი ტელესკოპებისთვის მის აღმოჩენას ართულებდა.

მომავალში მეცნიერები ED138-ზე შემდგომი დაკვირვებების ჩატარებას გეგმავენ, რათა დაადგინონ მისი ზუსტი ზომა და ის ფაქტი, აკმაყოფილებს თუ არა მოცემული ობიექტი ჯუჯა პლანეტის კრიტერიუმებს.

  • ჯუჯა პლანეტა არის ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს და საკმარისად დიდია იმისათვის, რომ თითქმის მრგვალ ფორმა გააჩნდეს, თუმცა, სრულფასოვანი პლანეტისგან განსხვავებით, ის თავის ორბიტალურ ზონას სხვა ობიექტებთან იზიარებს რომლებიც მას საკუთარი გრავიტაციულ ძალით არ გაუწმენდია.

პლუტონი 1930 წელს მისი აღმოჩენის შემდეგ ჩვენი მზის სისტემის მეცხრე პლანეტად ითვლებოდა, მაგრამ 2006 წელს ის ჯუჯა პლანეტად გადააკლასიფიცირეს.

წყარო