მეტროსადგური “სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურზე ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა.
“მეტროსადგური “სარაჯიშვილი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
ადგილზე დაზიანების აღდგენის მიზნით მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა ვესტიბიულში მიმდინარეობს.