ავტორი:

ენტონი ჰოპკინსის იშვიათი გამოჩენა გადასაღებ სეტზე - 88 წლის მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს (ფოტო)

ენტონი ჰოპკინსის იშვიათი გამოჩენა გადასაღებ სეტზე - 88 წლის მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს (ფოტო)

88 წლის ენტონი ჰოპკინსი ახალ ფილმზე მუშაობს. ლეგენდარული მსახიობი კალიფორნიის ქალაქ პასადენაში, ფილმის “ვიზიტი ბაბუასთან“ გადაღებებზე შენიშნეს.

ფილმი უელსელი მწერლის, დილან თომასის 1938 წლის ნახევრად ავტობიოგრაფიული მოთხრობის ეკრანიზაციაა. სიუჟეტი პატარა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულს უელსში, შორეულ ფერმაში, ბაბუასთან ატარებს. თავდაპირველად მოსაწყენად დაწყებული არდადეგები მალე თავგადასავლებით სავსე პერიოდად იქცევა - სწორედ ბაბუის როლს ასრულებს ენტონი ჰოპკინსი.

მსახიობის თქმით, პროექტი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან უელსურ ფესვებთან დაბრუნებისა და დილან თომასის შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ჰოპკინსის გარდა, ფილმში მონაწილეობს ოსკაროსანი მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსიც.

ჰოპკინსის შვილიშვილის როლს ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი არტი უილკინსონ-ჰანტი ასრულებს.

“ვიზიტი ბაბუასთან“ ჯერ კიდევ გადაღების პროცესშია და მისი პრემიერის თარიღი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს ენტონი ჰოპკინსის რამდენიმე პროექტიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მსახიობი ასევე ჩარლზ დარვინის როლს შეასრულებს ფილმში “სახეობები“, ხოლო ფილმში “მაზერატი: ძმები“ ენდი გარსიასთან, ჯესიკა ალბასთან და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშებს.

წყარო