ავტორი:

Google სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ზღუდავს, თუმცა ამ ცვლილებას ერთი მნიშვნელოვანი პირობა ახლავს...

Google სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ზღუდავს, თუმცა ამ ცვლილებას ერთი მნიშვნელოვანი პირობა ახლავს...

Google სკოლებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ახალ შეზღუდვებს აწესებს, თუმცა ამ ცვლილებას ერთი მნიშვნელოვანი პირობა ახლავს: თუ სკოლა მოსწავლეებისთვის AI-ინსტრუმენტების სრულად გამორთვას გადაწყვეტს, მათ Google Search-ით სარგებლობაც აღარ შეეძლებათ.

კომპანიის განმარტებით, ახალი წესები პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნას პასუხობს - მათ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მეტი კონტროლი სურთ. ბოლო პერიოდში რამდენიმე სასკოლო ოლქმა, მათ შორის ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის საჯარო სკოლებმა, მოსწავლეებისთვის AI-ინსტრუმენტების გამოყენება აკრძალა ან შეზღუდა.

თუმცა, Google-ის ახალი პოლიტიკის ყველაზე სადავო ნაწილი საძიებო სისტემას ეხება. კომპანიის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, კრის ფილიპსმა, The New York Times-თან განაცხადა, რომ Google Search და ხელოვნური ინტელექტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისი განმარტებით, სკოლები, რომლებიც AI-ს სრულად გამორთავენ, საძიებო სისტემაზეც დაკარგავენ წვდომას.

Google ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ საძიებო სისტემის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები მოსწავლეებს დავალებების შესრულებაში უნდა დაეხმაროს და არა მზა პასუხები მიაწოდოს. კომპანიის ახალი მიდგომა ე.წ. “მართვად სწავლებას“ გულისხმობს: სისტემა მოსწავლეს საკითხის ეტაპობრივად გააზრებასა და ამოხსნაში დაეხმარება.

გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი გამოეხმაურა, რომელმაც Google სკოლებში ხელოვნური ინტელექტის ძალით დანერგვის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არცერთ კორპორაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სკოლებს სწავლების წესი უკარნახოს.

წყარო