ჩემმა არჩევნებში ჩარევისთვის განკუთვნილმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად არ იმუშავა, - ასე ეხმაურება კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს.
შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ მოიპოვებენ.
Associated Press-ის უახლესი შეფასებით, „დემოკრატები“ სენატში, სულ მცირე, 53-ს, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში 224 ადგილს მოიპოვებენ.