ავტორი:

"ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - ჩვენი ამოცანაა, შევუდგეთ საქმეს" - ბარაკ ობამა

"ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - ჩვენი ამოცანაა, შევუდგეთ საქმეს" - ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება იმის დასტურია, რომ ამერიკელებს ცვლილებები სურთ.

"ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს და ლიდერები, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით პასუხობენ”, - აღნიშნა ობამამ.

მისი თქმით, ახლა „დემოკრატების“ ამოცანაა განახორციელონ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ.

"მართალია, ამ ადმინისტრაციას ხელისუფლებაში კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, შევუდგეთ საქმეს, განვახორციელოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და საფუძველი ჩავუყაროთ მომავალს“, - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზით, აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა.