მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.