ავტორი:

ავარია გურჯაანში - დაღუპულია 9 წლის ბავშვი, ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ავარია გურჯაანში - დაღუპულია 9 წლის ბავშვი, ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა.

  • შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ.

კაცმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.