ავტორი:

ხანძრის გამო ტელეკომპანია “ფორმულაში“ გადაცემის ტრანსლირება შეწყდა - შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს თანამშრომელთა ნაწილი

ხანძრის გამო ტელეკომპანია “ფორმულაში“ გადაცემის ტრანსლირება შეწყდა - შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს თანამშრომელთა ნაწილი

ბიზნეს ცენტრ “დელისში“, სადავ ტელეკომპანია “ფორმულა“ არის განთავსებული ხანძარია.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გააჟღერა, რის შემდეგაც გადაცემის ტრანსლირება შეწყდა.

“ეთერიდან უნდა გავიდეთ, დაკვამლიანებაა შენობაში. საგანგებო მდგომარეობაა,“ - განაცხადა წამყვანმა.

“ფორმულას” ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი “გუნდის ნაწილი დაკვამლიანების გამო შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს“.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო დანაყოფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.