ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
ბიზნესცენტრ "დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა.
აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია "ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო.