ყველა, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არჩევნების შედეგად შეიცვლება, მწარედ ცდება, - ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება აშშ-ში გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა.
ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს, მაშინ ახლო აღმოსავლეთში ომის მასშტაბი გაიზრდება.
"აგრესიის განმეორების შემთხვევაში, ომის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდება“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაში.