მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში იმყოფება. ეკა კუპატაძე გამომძიებლებმა მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.
"უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით ნია იმნაძის ოჯახი და მისი უფლებადამცველი, გიორგი ლეკიშვილი პატივს და ღირსებას ულახავენ გიგა ავალიანს და ამით ახალისებენ კიდეც დანაშაულს. მათი "მესიჯბოპქსი" არის ასეთი - "გიგა ავალიანი იყო მოსაკლავი და უნდა მოეკლათ“. ეს "მესიჯბოქსი" არამარტო აზარალებს გიგა ავალიანს, რომლის უფლებებსაც აუცილებლად დავიცავ ყველაფრის ფასად, არამედ მოქმედებს მომაკვდინებლადაც არასრულწლოვანების მოწყვლად გონებაზე.
გააყალბეს გიგა ავალიანის სოციალური გვერდი და არასწორი კონტექსტით გააფორმეს რიგი ინფორმაციები“ , - განაცხადა ეკა კუპატაძემ.