"ეს თქვენ უსურვებდით ყველას დაწვას და სიკვდილს და რომ ჯანმრთელად და უვნებლად ხართ, ისევ ჩვენი დამსახურებაა და არა თქვენი", - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
"კადრებს ვუყურებ, ერთი ცეცხლმაქრი არ კიდია მთელს ოფისში [ტელეკომპანია "ფორმულას ოფისი, სადაც ხანძარი გაჩნდა, - რედ.], არც ევაკუაციის გეგმა დამინახავს გაკრული (ან ვერ დავინახე), თანამშრომლებს არაფერი ეტყობოდათ ელემენტარული ტრენინგის გავლის ეს თქვენ არ გადარდებთ ადამიანების სიცოცხლე და ცოცხლად დაწვა, პიტარდების ადამიანებზე დამიზნებული სროლა, როდესაც აალებულ რუსთაველზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელის დანახვა გიხაროდათ და ყიჟინით აშუქებდით ეს თქვენ უსურვებდით ყველას დაწვას და სიკვდილს და რომ ჯანმრთელად და უვნებლად ხართ, ისევ ჩვენი დამსახურებაა და არა თქვენი", - წერს ნადირაძე.
აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებამდე ის ტელეკომპანია ფორმულას ოფისში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა - "ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ". ნადირაძის ამ პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.