ავტორი:

დრამატული მატჩი კოპენჰაგენში - "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

დრამატული მატჩი კოპენჰაგენში - "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

თბილისის "დინამოს" 19 წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრაში დანიური კოპენჰაგენი სტუმრად პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩი დრამატული გამოდგა. დინამოელები 10 კაცით თამაშობდნენ.

მძიმე ბრძოლაში კი საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა დინამოელები ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის ფინალში გავიდნენ.

შემდეგ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე ფიორენტინა იქნება.