ტელეკომპანია "ფორმულა" განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც რთულ ვითარებაში მხარი დაუჭირა.
"ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს.
ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.
მადლობა, რომ ამ რთულ დროს ჩვენ გვერდით ხართ", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.