ავტორი:

"სახლში თითქმის მისულები იყვნენ და უბედურება მოხდა..." - რა არის ცნობილი კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 6 წლის საბა ემსხვერპლა

"სახლში თითქმის  მისულები იყვნენ და უბედურება მოხდა..." - რა არის ცნობილი კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 6 წლის საბა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვის, საბა მუნჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მისი 2 წლის და.არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა.

6 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის კლინიკაში, "ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი და მას ოპერაცია ჩაუტარდება.

ადგილობრივების თქმით, ოჯახი სოფელ კოლაგში ცხოვრობს და ისინი ახალი გადმოსულები არიან.

"ორ-სამი წელი იქნება, რაც ჩვენს სოფელში, კოლაგში ცხოვრობენ. საჭესთან ბავშვის მამა, გიორგი მუნჯიშვილი იჯდა. მანქანაში ისხდნენ მისი ოჯახის წევრები - ორი შვილი და მეუღლე. სამწუხაროდ, 6 წლის ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი.

" საბა პირველკლასელია, წელს მოვიდა პირველ კლასში, ექვსი წლის არის... სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი. მშვიდი, წყნარი საყვარელი ბავშვი იყო. ძალიან განვიცდით ყველანი მომხდარს და ვუსამძიმრებთ ოჯახს", - ამბობს იმ სკოლის დირექტორი, სადაც საბა სწავლობდა... წაიკითხეთ სრულად