ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდიონიო ბათუმში, Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. შესაბამისი ფოტოები "ფეისბუქში" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გვერდზე გამოქვეყნდა.
"ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი ბათუმშიც იქნება წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყო მოვლენაა. ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის დასტურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური ტენდენციების გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3% და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას.ასევე მადლობა გადავუხადე "ორბი ჯგუფს“ და "ბლოკ ჯგუფს“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღვნიშნე, რომ კომპანიებს ჯამში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.ღონისძიების საპატიო სტუმარს - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიოს ახალ პროექტში საკუთრების შეძენა მივულოცე და იმედი გამოვთქვი, რომ ის საქართველოსა და ბათუმს ხშირად ესტუმრება.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, Cipriani-ის ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი, "ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და "ბლოკ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

"ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა სიმბოლური გასაღები გადასცა რონალდინიო გაუჩოს, რომელიც Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა.პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
