"ევროკავშირში უმრავლესობა არ არის, რომ სანქციები შემოვიღოთ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ", - შესაბამისი განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან საუბარში განაცხადა.
“საქართველოს რაც შეეხება. ევროკომისიას არ შეუძლია სანქციების დაწესება, ეს ჩვენი წევრი სახელმწიფოების, იგივე [ევროპული] საბჭოს, ხელშია.
გეთანხმებით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამაზე და გვიცდია. უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც ახსენეთ [ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, მოსამართლეები] და ძალიან ბევრი სხვა ადამიანის წინააღმდეგ”, - აღნიშნა კოსმა.
ასევე, კოსმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრესის კუთხით ერთი მცირე ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, ძალიან დაეხმარებოდა.
"ჩვენთვის ნათელია, რომ ქვეყანა უკან რომც მიდიოდეს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადების დღის წესრიგშია. ჩვენ საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ. აქამდე დადებითად არ უპასუხიათ.
მოველით [საქართველოს] მთავრობისგან, რომ როგორც მინიმუმ იმ მიმართულებებში მიაღწიოს პროგრესს, რომლებშიც ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მეტად ზიანდება. ერთი მცირე ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსთან ვითხოვთ, ძალიან დაგვეხმარებოდა ამ მხრივ,” - განაცხადა კოსმა.