ავტორი:

"დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა" - გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი

"დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა" - გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი

გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი. ის 93 წლის იყო.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი აჩიკო ბერიძე აქვეყნებს:

"არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს.

დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა", - წერს აჩიკო ბერიძე.

  • ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში; 1965-2002წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო და ძირითადად მუშაობდა სიმღერის ჟანრში.

პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო".

2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.