Calvin Klein-ის ახალმა სარეკლამო კამპანიამ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.
გარდა იმისა, რომ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში საზოგადოების დიდი ნაწილი ჯუდსა და რეკლამაზე საუბრობს, ზოგიერთ ქალაქში ბელინგემის ფოტოებით ბილბორდები ერთგვარ ტურისტულ ატრაქციად იქცა.
მაგალითად ნიუ იორკში უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდის სანახავად და მასთან ფოტოებისა თუ ვიდეოების გადასაღებად, ასობით ადამიანი მიდის.


TikTok-ის მომხმარებლები ნოჰოს უბანში მიდიან, რათა ბელინგემის უზარმაზარი გამოსახულების ფონზე ვიდეოები გადაიღონ.
ერთ-ერთ ვიდეოში ავტორი ხუმრობს, რომ თუ გოგონა მეგობრებს ეტყვის, სოჰოში საყიდლებზე მივდივარო, შესაძლოა, მისი ნამდვილი მიზანი სულაც არ იყოს მატჩას დალევა ან დიზაინერული ჩანთების დათვალიერება და რეალურად ის ბელინგემის რეკლამის სანახავად მიდიოდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს Calvin Klein-ის პირველი ხმაურიანი კამპანია არ არის, რომელმაც ნიუ-იორკის აღნიშნულ ბილბორდზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ბრენდის ამავე სარეკლამო სივრცეში 2025 წლის მარტში მომღერალი Bad Bunny გამოჩნდა, 2024 წლის იანვარში კი - სერიალ "The Bear“-ის ვარსკვლავი ჯერემი ალენ უაითი.