ლაგოდეხში შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს. მას დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ვალერი ყოჩიაშვილი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მუცლის ღრუში დაზიანება მიაყენეს. დაჭრილი ლაგოდეხის კლინიკაში მოათავსეს და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ვალერი ყოჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.