ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი ნორმანდიაში, ევრეს ავიაბაზაზე უსაფრთხოდ დაჯდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ხოლო თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი ამოწმებს.