უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელი დღეს მხოლოდ განცხადებას კი არა, ისეთ პროფესიონალს ეძებს, ვისთან თანამშრომლობაც კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. აქედან გამომდინარე, Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსს ნერგავს და ამ სიახლით პროფესიონალიზმის, სანდოობისა და ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას აგრძელებს.
Livo.ge კომპანია TNET-ის ეკოსისტემის ნაწილია. კომპანია საქართველოში წამყვან ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს და 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Livo.ge-ს პლატფორმა უძრავი ქონების ბაზარზე მთავარი მოთამაშეა და ამ მიმართულებით თანამედროვე ციფრულ გამოცდილებას ქმნის.
როგორ ხდება პრემიერ-აგენტის სტატუსის მოპოვება და რას შეცვლის ის უძრავი ქონების ბაზარზე? - ამ თემებზე Livo.ge-ს და Myhome.ge-ს product owner-ი მაშო დათეშიძე გვესაუბრა.
მაშო, ვინ არის პრემიერ-აგენტი, როგორ ხდება ამ სტატუსის მოპოვება, რას შეცვლის და, ზოგადად, საიდან გაჩნდა ეს იდეა?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ Livo.ge-ს მიზანია, უძრავი ქონების ბაზარზე მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს. გვინდა, მომხმარებელს სანდო, მაღალი სტანდარტის სერვისი შევთავაზოთ და სწორედ აქედან გაჩნდა პრემიერ-აგენტის სტატუსის შექმნის იდეა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ამ სტატუსში უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ახალი სტანდარტი იგულისხმება. უფრო კონკრეტულად, ასეთი მიდგომა ბროკერებს საკუთარი პროფესიონალიზმის უკეთ წარმოჩენის, ხოლო მომხმარებლებს - საუკეთესო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
პრემიერ-აგენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ Livo.ge-ს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ არის შესაძლებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ სტატუსის მფლობელები იყვნენ მხოლოდ ის ბროკერები, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობენ და მათ ნდობას იმსახურებენ. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ პრემიერ-აგენტთან თანამშრომლობის შემდეგ თავად მომხმარებლის შეფასებები განაპირობებს სტატუსის შენარჩუნებას. თუ ბროკერი ხარ, პრემიერ-აგენტის სტატუსი დაგეხმარება,
შენი საქმიანობა უფრო ხილული გახადო და ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარო.
კიდევ რა დამატებითი უპირატესობებით სარგებლობს პრემიერ-აგენტი?
Livo.ge-სა და Myhome.ge-ზე პრემიერ-აგენტს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტული განცხადებები ექსკლუზიური სტატუსით გამოაქვეყნოს. ასევე, ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პრემიერ-აგენტს ეყოლება პერსონალური ექაუნთ მენეჯერი, რომელიც მუდმივ მხარდაჭერას გაუწევს.

როგორ მიხვდება მომხმარებელი, რომ პრემიერ-აგენტთან აქვს ურთიერთობა და რა უნდა იცოდეს მის შესახებ?
პრემიერ-აგენტის განცხადებას Livo.ge-სა და Myhome.ge-ზე სპეციალური ნიშანი ექნება. ეს მხოლოდ ვიზუალური განსხვავება არაა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მომხმარებელი ირჩევს პროფესიონალს, რომელიც Livo.ge-ს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. პრემიერ-აგენტის სტატუსი ბროკერებისთვის პროფესიული აღიარებაა.
R