ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მოგვიანებით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შემოწმებების შემდეგ საფრთხე არ აღმოჩენილა.
ასევე, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება გახდა საჭირო ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის სხვადასხვა აეროპორტებში.