არსებამ, რომელიც ნაწილობრივ ძუძუმწოვარს, ნაწილობრივ კი თევზს ჰგავდა, ერთ დროს მთელ მსოფლიოში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ ქალთევზები შესაძლოა, რეალურად არსებობდნენ.
“ფიჯის ქალთევზად“ წოდებულმა უცნაურმა ექსპონატმა მე-19 საუკუნის მუზეუმებსა და სამოგზაურო შოუებში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც მას წარმოაჩენდნენ, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ ზღვის სიღრმეებში მისტიკური არსებები ბინადრობდნენ.


იმ დროს, როდესაც მეცნიერებაში ევოლუციის შესახებ ახალ იდეები მკვიდრდებოდა, ზოგიერთი მას ადამიანსა და წყლის ცხოველებს შორის შესაძლო “გარდამავალ რგოლადაც“ კი მიიჩნევდა. თუმცა, კოლორადოს ბოულერის უნივერსიტეტის ლექტორის, ჯეკ დეილის განცხადებით, ეს არსება რეალურად არასდროს ყოფილა ბიოლოგიური ფენომენი.
ამის ნაცვლად, ის ფრთხილად კონსტრუირებულ გაყალბებას წარმოადგენდა რომელიცა ახალგაზრდა მაიმუნის ტორსისა და თევზის კუდის შეერთებით იყო შექმნილი.
“ფიჯის ქალთევზა“ ამერიკაში პირველად მე-19 საუკუნეში შოუმენმა პ. ტ. ბარნუმმა ჩამოიყვანა. მან ის ამერიკულ მუზეუმში “მსოფლიოს უდიდესი იშვიათობის“ სახით წარადგინა და განაცხადა, რომ არსება “წარმოშობით ფიჯის კუნძულებიდან იყო“.

ეს შემზარავი ექსპონატი განზრახ ისე იყო გამოყვანილი, რომ შემზარავი სანახავი ყოფილიყო და მცირე მსგავსებაც კი არ ჰქონდა ფოლკლორული თქმულებების ლამაზ ქალთევზებთან. მიუხედავად შემზარავი გარეგნობისა, ყალბი ქალთევზა გლობალურ სენსაციად იქცა და უამრავი ადამიანი მიიზიდა, რომლებიც მოუთმენლად ცდილობდნენ ამ “სასწაულის“ ხილვას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი მას შესაძლო ევოლუციურ რგოლადაც განიხილავდა, თანამედროვე მეცნიერები მსგავს ინტერპრეტაციას კატეგორიულად უარყოფენ, ჩატარებულმა სკანირებამ კი აჩვენა, რომ ფიჯის ქალთევზა ნაწილობრივ თევზის, ნაწილობრივ მაიმუნისა და ნაწილობრივ ქვეწარმავლის ნაშთებისგან შედგებოდა და ტიპიურ, ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელ “ბაზრობის ნიმუშს “ წარმოადგენდა.