ავტორი:

ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური ბრილიანტი შექმნეს - მათი განცხადებით ის ბუნებრივ ანალოგზე 5 ჯერ უფრო გამძლეა

ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური ბრილიანტი შექმნეს - მათი განცხადებით ის ბუნებრივ ანალოგზე  5 ჯერ უფრო გამძლეა

როდესაც ბრილიანტზე ვფიქრობთ, მას, როგორც წესი, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ნივთიერებად წარმოვადგენთ და ეს ნაწილობრივ სიმართლეა. თუმცა, ძნელად გაკაწვრა არ ნიშნავს იმას, რომ მისი გატეხვაც რთულია, ალმასები სინამდვილეში საკმაოდ მყიფეა. თუმცა ახლა ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შექმნეს ალმასის კომპოზიტი, რომელიც ერთკრისტალურ ალმასზე დაახლოებით ხუთჯერ უფრო გამძლეა. მათ ამ შედეგს ალმასისთვის ნახშირბადის ნანომილაკების დამატებით მიაღწიეს.

ახალი ალმასი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტისა და ბეიჰანგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს; პროცესში ასევე ჩინეთის სხვა უნივერსიტეტები და ლაბორატორიებიც მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ალმასის სიმტკიცის გაზრდა მეცნიერებისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს, წარსულში მომხდარი მცდელობების უმეტესობა კი თავად ალმასის შიდა სტრუქტურის შეცვლაზე იყო ორიენტირებული.

ჩინეთმა მანამდეც შექმნა ხელოვნური ალმასი, რომელიც ბუნებრივ ალტერნატივებზე მტკიცე იყო. მაშინ მკვლევრებმა გრაფიტისგან დამზადებული ალმასის სრულიად ახალი ფორმა შექმნეს, თუმცა, ეს ახალი კვლევა სრულიად ახალი ტიპის ალმასის შექმნას არ ცდილობს - ის ბრილიანტის ფხვნილს იღებს და მას ნახშირბადის ნანომილაკებით აძლიერებს.

ალმასის კომპოზიტის შესაქმნელად გუნდმა მარცვლებს შორის არსებული სივრცეები ე.წ. მრავალკედლიანი ნახშირბადის ნანომილაკებით შეავსო. თითოეული ნახშირბადის ნანომილაკის სისქე ადამიანის თმის ღერის სისქის მხოლოდ 1/10 000 - ს შეადგენს.

ტესტირებისას დადგინდა, რომ კომპოზიტის სიმაგრე დაახლოებით 91.6 გიგაპასკალია, რაც მას ერთკრისტალური ალმასის დონეზე აყენებს, თუმცა მისი მსხვრევის მიმართ მდგრადობის საშუალო მაჩვენებელი უკვე 31.9 MPa·m½-ია და სწორედ აქ თამაშობს გადამწყვეტ როლს ნახშირბადის ნანომილაკები, ბზარის წარმოქმნის შემთხვევაში, ნანომილაკები კიდეებს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებენ და ორივე მხარეს ერთად აკავებენ.

წყარო