შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.