4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
პროკურატურა ირაკლი ჩხვირკიას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მას საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპროცესო პირობების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.