ავტორი:

"სველ გზაზე მანქანა მოცურდა, რამდენჯერმე დატრიალდა და..." - ტრაგედია, რომელმაც მეთერთმეტეკლასელი გიორგი ძნელაძე იმსხვერპლა

"სველ გზაზე მანქანა მოცურდა, რამდენჯერმე დატრიალდა და..." - ტრაგედია, რომელმაც მეთერთმეტეკლასელი გიორგი ძნელაძე იმსხვერპლა

სამწუხაროდ, საქართველოში მომრავლდა მძიმე ავარიები. კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ხელვაჩაურში, მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა. როგორც ირკვევა, საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა.

5 ნოემბერს, ავტომანქანა, რომელშიც თანასოფლელი ახალგაზრდები ისხდნენ, გზაში რამდენჯერმე მოსრიალდა და შემდეგ გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ჩხუტუნეთის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის მდგომარეობა. დაშავებული ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს - გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა.

  • “გლოვა ჩხუტუნეთში, ჩვენს პატარა სოფელში ყველა ყველას იცნობს და ყველა გლოვობს გიორგის. წვიმიანი დღე იყო. მანქანაში მეგობრები ისხდნენ ერთად, გარდაცვლილია გიორგი ძნელაძე, სკოლის მოსწავლე. ეტყობა სველ გზაზე მოუცურდა მძღოლს მანქანა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. როგორც ამბობენ, მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და მერე გადაბრუნდა. ბავშვები დაიმტვრნენ და საუბედუროდ, გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა. სხვები ნორმალურად არიან, უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ...

სულ ოთხნი იყვნენ მანქანაში, მეგობრები, მეზობლები, ერთად გაზრდილები. საჭესთან ვინც იჯდა, ის ბიჭი გიორგის თანაკლასელია. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, გლოვაა, ყველა ტირის და განიცდის. ძალიან კეთილი, თბილი, კარგი ბავშვი იყო გიორგი. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-11 კლასელია. ჩვენი მთელი სოფელი დამწუხრებულია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთლიანად სოფელს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ჩხუტუნეთში, მამუკა თურმანიძე.

სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას ადგილობრივები გლოვობენ. სოციალურ ქსელში ბევრი ტკივილიანი და ემოციური სტატუსი დევს... წაიკითხეთ ვრცლად