ავტორი:

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტს სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაშენდა, შანკევანი, საგურამო, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.