რა უნდა გაითვალისწინოს მცირე ბიზნესმა უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას?

რა უნდა გაითვალისწინოს მცირე ბიზნესმა უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას?

უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას მცირე ბიზნესმა ან ინდივიდუალური მეწარმემ ხშირად დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. განსაკუთრებით, თუ კომპანიას საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს ან პირველად უწევს პარტნიორთან ვალდებულების უცხოურ ვალუტაში დაფარვა.

საქმე იმაშია, რომ როცა კომპანია პროდუქციას ან მომსახურებას უცხოურ ვალუტაში ყიდულობს, კურსის ცვლილებამ შეიძლება დაგეგმილი ხარჯზე დიდი გავლენა იქონიოს და მოგების მარჟა შეამციროს. დიდ ბიზნესს, რომელსაც მაღალი ლიკვიდურობა აქვს ამ ცვლილებების დაფარვა შედარებით მარტივად შეუძლია. მცირე ბიზნესისთვის კი მარჟის ცვლილება შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუ უცხოურ ვალუტას ხშირად არ იყენებს და ამ ცვლილებებს ფასწარმოქმნაში არ ითვალისწინებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. ბევრი მცირე ბიზნესი შესყიდვის ღირებულებას ერთ დღეს ითვლის, მომწოდებელს კი რამდენიმე დღის შემდეგ უხდის. მაღალია ალბათობა, რომ ამ პერიოდში კურსის ცვლილება გადასახდელი თანხის ლარში ეკვივალენტზეც აისახება.

მყარი ბიუჯეტის შედგენისთვის საჭიროა მეწარმემ წინასწარ განსაზღვროს, რა თანხის კონვერტაცია სჭირდება, როდის აქვს გადახდა დაგეგმილი და რა ფორმით ურჩევნია ანგარიშსწორება. მხოლოდ მიმდინარე ვალუტის კურსის დინამიკა ხარჯების ზუსტად დასაგეგმად საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია რა თანხის კონვერტირება სურს ბიზნესს და რა ფორმით სჭირდება კონვერტირებული თანხის მიღება.

უცხო ვალუტაში ოპერაციის დაგეგმვისას აუცილებელია რამდენიმე შესაძლო ვარიანტის შედარება. თუ თანხა უკვე ანგარიშზეა, მისი ნაღდი ფულით გატანა, გაცვლა და შემდეგ ისევ ანგარიშზე შეტანა დამატებით დროს მოითხოვს და შესაძლოა დამატებით საკომისიოებთან ასოცირდებოდეს (ეს უკვე კონკრეტულ ფინანსურ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული). თუმცა, არის შემთხვევები, როცა კომპანიას ნაღდი თანხის შეტანა და კონვერტირებული თანხის ანგარიშზე მიღება უფრო აწყობს. ოპტიმალური არჩევანი ბიზნესის ყოველდღიურ ფინანსურ პროცესსა და პარტნიორთან ანგარიშსწორების ფორმაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით იმპორტიორებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც უცხოელ პარტნიორებთან რეგულარული გადახდები აქვთ.

უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას მცირე ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდო ფინანსურ პარტნიორის ყოლა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ ქართულ საშუალო და მცირე ბიზნესს 1999 წლიდან ემსახურება. არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება ერთჯერადი ოპერაციაა თუ გრძელვადიანი სახე აქვს - კრედიტსერვისი+ დაგეხმარებათ საქმე სწრაფად და სრულიად უსაფრთხოდ მოაგვაროთ.

ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძლებელია USD, EUR, TRY, RUB, GBP, AZN და AMD ვალუტების გაცვლა. მომხმარებლებისთვის ასევე ხელშეკრულების საფუძველზე ხელმისაწვდომია სრულად უნაღდო კონვერტაცია. შესაძლებელია შერეული ოპერაციებიც - ასეთ შემთხვევებში თანხის შეტანა ან მიღება ნაღდი და უნაღდო ფორმების კომბინაციით ხდება. მომხმარებელს შეუძლია თანხა გადარიცხოს და კონვერტირებული თანხა ანგარიშზე მიიღოს, ნაღდი თანხა შეიტანოს და თანხა ანგარიშზე ჩაირიცხოს, ან გადარიცხული თანხის კონვერტირებული ეკვივალენტი ნაღდად გაიტანოს.

უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას მთავარი ამოცანა ოპერაციის სწორად დაგეგმვაა. როცა მეწარმემ იცის რა თანხა უნდა დაფაროს და როდის, შესაძლო ხარჯის გათვლაც უფრო მარტივია და ანგარიშსწორების პროცესიც ნაკლებ დროს მოითხოვს.

R