ტალახიანი წვიმის მიზეზი ეგვიპტიდან და სირიიდან შემოსული ჰაერის მასებია

ტალახიანი წვიმის მიზეზი ეგვიპტიდან და სირიიდან შემოსული ჰაერის მასებია

თბილისში დღეს ტალახიანი წვიმა მოვიდა. ამის მიზეზი სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული ჰაერის მასებია, რომლებიც დიდი რაოდენობის მტვერსა და ქვიშას შეიცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ აცნობა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ჰაერის მასები ეგვიპტიდან და სირიიდან შემოდის. ამიტომაც ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობით მტვერი და ქვიშაა, რაც წვიმაზე აისახება. ტალახიანი წვიმა იშვიათი მოვლენა არ არის.

"მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება და იშვიათობას არ წარმოადგენს", - აღნიშნა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ტალახიანი წვიმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

თბილისში დღეს ტალახიანი წვიმა, დაახლოებით, 09:15 საათზე დაიწყო. წვიმას მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა. ქოლგებზე, ტანსაცმელზე, მანქანებზე ტალახის კვალი აშკარად ჩანდა.

დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები შავი ზღვის ჩრდილოეთიდან გრილ და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლას ვარაუდობენ, დასავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა; აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წვიმასთან ერთად ქარი იქროლებს.

24 აპრილამდე მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია