ავტორი:

სამსახურიდან გაათავისუფლეს იტალიელი შეფ-მზარეული, რომელიც დიდი მოთხოვნის მიუხედავად, პიცაზე ანანასს არ ამატებდა - “ეს ჩემი კულტურის შეურაცხყოფაა“

სამსახურიდან გაათავისუფლეს იტალიელი შეფ-მზარეული, რომელიც დიდი მოთხოვნის მიუხედავად, პიცაზე ანანასს არ ამატებდა - “ეს ჩემი კულტურის შეურაცხყოფაა“

ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენში მომუშავე იტალიელი შეფ-მზარეული სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მან პიცაზე ანანასის დამატებაზე უარი განაცხადა და ეს ნაბიჯი საკუთარი კულტურის შეურაცხყოფად შეაფასა.

იტალიელი შეფ-მზარეული დავიდე ტამბურელა ბრისბენის რესტორან “La Costa“-დან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელმძღვანელობამ რამდენიმე საჩივარი მიიღო იმის შესახებ, რომ ის მსურველებს პიცაზე ანანასს არ უმატებდა.

ტამბურელამ მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა და ავსტრალიის “შრომის კომისიას“ მიმართა. კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ იტალიელმა შეფ-მზარეულმა უკვე მესამედ თქვა უარი პიცაზე ტროპიკული ხილის დამატებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ პიცაზე ანანასის დადება იტალიური კულტურის შეურაცხყოფაა.

რესტორნის დირექტორის, ელიოტ ინგრემის თქმით, მის გათავისუფლებას მხოლოდ პიცის ინგრედიენტი არ განაპირობებდა. რესტორნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტამბურელას კომუნიკაციის სტილი და უხამსი ლექსიკა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

“შრომის კომისიამ“ ტამბურელას სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ განაცხადი კანონით დადგენილ ვადაზე გვიან იყო წარდგენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა შეფ-მზარეულმა ბრისბენის სხვა რესტორანში უკვე იპოვა სამსახური, სადაც მენიუში ანანასი საბედნიეროდ საერთოდ არ არის.

წყარო