ავტორი:

Tesla Cybertruck-ის წარმოებას ამცირებს

Tesla Cybertruck-ის წარმოებას ამცირებს

კომპანია Tesla გეგმავს მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ტეხასის Gigafactory-ში Cybertruck-ის წარმოების ეტაპობრივ შემცირებას. ფუტურისტულმა მოდელმა, რომელიც ოდესღაც ტრადიციული პიკაპების კონკურენტად მოიაზრებოდა, მასობრივი ბაზრის პოპულარობის მოპოვება ვერ შეძლო.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ Cybertruck-ის წარმოების შემცირება კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს ახლახან წარდგენილი Cybercab მოდელის გამოშვება.

Cybercab-ის წარმოება მილიარდერის რობოტაქსის ამბიციების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, Cybertruck-ის წარმოება სხვა ქარხანაში გადავა თუ სრულად შეწყდება, ოსტინის ქარხანა ერთადერთი ცნობილი ობიექტია, რომელიც ამ მოდელის სპეციალიზებულ ნაწილებს აწარმოებს.

“Cybertruck-ის ავტოპარკი კიდევ დიდხანს იარსებებს“, - აღნიშნა მასკმა X-ის მომხმარებლის პასუხად. მან ამ მოდელს “Tesla-ს მიერ ოდესმე შექმნილი საუკეთესო ავტომობილი“ უწოდა, ხოლო წარმოების შემცირებას, “ეპოქის დასასრული“.

2023 წელს Cybertruck-ის წარდგენისას, მასკი აცხადებდა, რომ ავტომობილი General Motors-ისა და Ford-ის პიკაპების ფუტურისტული კონკურენტი გახდებოდა. თუმცა, ელექტრომობილმა ამ მოლოდინების გამართლება ვერ შეძლო.

წყარო