კენიის სასამართლომ სექტის ლიდერ პოლ მაკენზის 191 ადამიანის, მათ შორის 190 ბავშვის, მკვლელობისთვის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაკენზისთან ერთად ბრალდებულად ცნობილ 28 პირს სასამართლომ მსჯავრი დასდო იმის გამო, რომ მათ სექტის წევრებს შვილების შიმშილით დახოცვა უბრძანეს, რათა ისინი “იესოს შეხვედროდნენ“.
მოსამართლე დიანა მოჩაჩეს თქმით, მაკენზის ეკისრება მთავარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიმდევრებისთვის სასიკვდილო შიმშილობის ბრძანების გაცემაში, რაც მსოფლიოში სექტანტური საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ეპიზოდს წარმოადგენს. მოსამართლის განცხადებით, 200-წლიანი პატიმრობა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელია იმ მკაფიო გზავნილის გასაგზავნად, რომ მსგავსი საშინელებები კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს იმსახურებს.

თვითმარქვია პასტორი 2023 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც კენიის სანაპიროსთან მდებარე შაკაჰოლას ტყეში 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
სასამართლომ მაკენზის 100 წლით პატიმრობა მკვლელობისთვის მიუსაჯა, ხოლო კიდევ 100 წელი - შიმშილობასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის.
თითოეულ კატეგორიაში სასჯელები პარალელურად წარიმართება, ხოლო ორივე კატეგორია თანმიმდევრულად აითვლება, რაც ჯამში 200-წლიან პატიმრობას შეადგენს. გარდა ამისა, მაკენზის ცალკე დასდეს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და ტერორიზმში, რასაც იგი უარყოფს.
ბრალდების მხარე სიკვდილით დასჯას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სიკვდილით დასჯაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ამის საფუძველს იძლეოდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯა გამორიცხავდა რესოციალიზაციისა და გამოსწორების ყოველგვარ პერსპექტივას;