უკრაინამ ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე სახმელეთო რობოტების მასშტაბური იერიში განახორციელა, რამაც რუსული ძალები დემორალიზება გამოიწვია. წყაროს ცნობით “ეს მთელი ომის განმავლობაში სახმელეთო რობოტების (UGV) მონაწილეობით დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური შეტაკება იყო, რომელიც ვიდეოზეც არის გადაღებული“.
შეტევის მცდელობაში უკრაინის მე - 3 არმიის კორპუსის 28 უპილოტო სახმელეთო აპარატები მონაწილეობდა. იერიში დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმდებარედ, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ბრძოლაში Mk-19 ტიპის ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვილი 2 ერთეული, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით (თითოზე 2 ცალი AT-4) შეიარაღებული 18 ერთეული და 8 კამიკაძე-რობოტი ჩართო.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ შეტევა მოიგერია, თუმცა მათ რიგებში “პანიკა“ სუფევს იმის გამო, რომ უკრაინა საბრძოლო სახმელეთო რობოტებს უბრალო დამხმარე საშუალებებიდან აქტიურად გარდაქმნის ბრძოლის ველზე მოქმედ დამოუკიდებელ დარტყმით ძალად.


როგორც რუსულმა სამხედრო არხი Military Observer - აცხადებს “მიუხედავად იმისა, რომ შეტევა მოგერიებულია, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მტრის მიერ ფრონტის ხაზზე დრონებით წარმოებული ომი ეტაპობრივად ახალ დონეს აღწევს“.
რუსული წყაროების ცნობით, ამჯერად უკრაინულ “ლითონის არმადას“ საჰაერო საფარი აკლდა, რის გამოც, გადაადგილების დაფიქსირების შემდეგ, ის მოწყვლადი აღმოჩნდა დამრტყმელი დრონებისთვის.
კადრებში ჩანს როგორ ახორციელებენ რუსული დრონები შეტევებს უკრაინულ რობოტებზე ამ ახალი სტილის ომში.
თუმცა, პუტინის სამხედრო ანალიტიკოსებს თქმით, ასეთი ტაქტიკის დახვეწამ, შესაძლოა, უკრაინას საშუალება მისცეს ფრონტის ხაზზე წინ წაიწიოს და ამავდროულად ცოცხალი ძალის დანაკარგები აირიდოს თავიდან.