ავტორი:

კონტრაბანდული ტარანტულები - პერუს აეროპორტში, მგზავრების ბარგში 3 000 ცოცხალი ობობა აღმოაჩინეს

კონტრაბანდული ტარანტულები - პერუს აეროპორტში, მგზავრების ბარგში 3 000 ცოცხალი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ ამერიკის აეროპორტში, ბარგში ათასობით ცოცხალი ტარანტული იპოვეს. ამჟამად ბარგის პატრონებს წლებით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ოფიციალური პირების განცხადებით, სხვადასხვა სახეობის 3 000-ზე მეტი კვერცხი, გამოჩეკილი პატარა და ზრდასრულ ობობა, რომლებიც მგზავრების წინდებში ჩადებულ სხვადასხვა კონტეინერში იყო მოთავსებული, მათი პერუდან კონტრაბანდული გზით გატანის მცდელობისას აღმოაჩინეს.

ქვეყნის ტყისა და ველური ბუნების ეროვნული სამსახურის (SERFOR) ცნობით, სამი პირი, რომლებიც “ლიმას ხორხე ჩავესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში“ დააკავეს, 3 ნოემბერს გერმანიაში მიემგზავრებოდა. ტარანტული საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს.

ობობები დიდ პლასტმასის კონტეინერებში ინახებოდა, ხოლო ნაწილი უფრო პატარა ჭურჭლებში იყო მოთავსებული, სადაც ასევე ასობით კვერცხი და ახლად გამოჩეკილი ტარანტული იმყოფებოდა.

ველური ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გაყვანა პერუში უკანონო ვაჭრობად (კონტრაბანდად) ითვლება. აღმოჩენილი ობობების დიდი ნაწილი პერუს კანონმდებლობით დაცულ სახეობებს მიეკუთვნება, ზოგიერთი მათგანი კი მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი, ახალი სახეობის ნაწილია.

ამ ტიპის კონტრაბანდა ჩვეულებრივ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა როდესაც საქმე დაცულ სახეობებს ეხება, სასჯელი შესაძლოა 7 წლამდე გაიზარდოს.

წყარო