"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან “დასაბუთებული განჩინება მიუვიდა“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მათ პირველ შუამდგომლობას შეეხება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს “დასაბუთებული” განჩინება მომივიდა ელექტრონული ფოსტით. აი, სულ პირველ შუამდგომლობაზე უარი რომ გვითხრეს ორი კვირის წინ, ის. ხომ, ახლა მომივიდა, დასაბუთებას დრო არ უნდა თუ რა?
ხუმრობა იქეთ იყოს და, სამართლებრივი დეტალებით არ გადაგღლით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია. კლანის ყველაზე უარეს ტრადიციებში”, - წერს ნიკა გვარამია.