ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სასიხარულო ამბავი გულშემატკივრებს სერიალის ოფიციალურმა “ფეისბუქ“ გვერდმა ამცნო.
“მალე,“ - წერს ჩცდ-ს ოფიციალური გვერდი.
დეტალები, თუ როდის დაიწყება გადაღებები, მსახიობთა რა შემადგენლობა იქნება სერიალში და როდის გავა ახალი სეზონი ეთერში, ამ დროისთვის უცნობია.