ევროპაში უსაფრთხოების მიღწევაზე აშშ-ის ძალისხმევების ფონზე, პუტინი ულტიმატუმებს აყენებს და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თქმით, თეთრ სახლში გააქტიურდა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც შემდეგ კვირას აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს. ამავდროულად დახურულ მოლაპარაკებებში ჩართული წყაროები სკეპტიკურად აფასებენ რეალური დაზავების მიღწევის შესაძლებლობას მოსკოვის მაქსიმალისტური პოზიციის გამო.
ამავდროულად, პუტინი უკრაინისგან დამატებით ტერიტორიულ დათმობებს ელის ნატოს ქვეყნებთან უსაფრთხოებაზე რაიმე შეთანხმებების სანაცვლოდ.
პარალელურად, ევროპულმა ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს დონალდ ტრამპისა და მისი მრჩევლების რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, თითქოს “დიდი შეთანხმება” მზადდება, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეეხება.
ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ ეს საშუალებას მისცემს მოსკოვს აღადგინოს საკუთარი გავლენის სფერო და ძირი გამოუთხაროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას.