ნათელმხილველი სელინა, რომელსაც "ახალ ვანგას“ უწოდებენ, 2027 წლისთვის რამდენიმე შემაშფოთებელ მოვლენას წინასწარმეტყველებს. მისი ვარაუდით, მომავალ გაზაფხულზე ნიუ-იორკში შესაძლოა მასშტაბური თავდასხმა მოხდეს, რაც საერთაშორისო კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი გახდება. სელინას პროგნოზებში ასევე ფიგურირებს საწვავის გლობალური დეფიციტი, ეკონომიკური კრიზისი და დონალდ ტრამპის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები.
UNILAD-თან საუბრისას სელინამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში თავდასხმა შესაძლოა 2027 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში განხორციელდეს. მისი თქმით, ეს მოვლენა თავისუფლების ქანდაკებას შეეხება.
"ვხედავ ძალიან მასშტაბურ თავდასხმას თავისუფლების ქანდაკებაზე, შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე“, - განაცხადა ნათელმხილველმა.
მან მოსალოდნელი შემთხვევა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტერორისტულ თავდასხმას, ტყუპ ცათამბჯენებზე 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმას შეადარა.
მისი ვარაუდით, ამ მოვლენას შესაძლოა აშშ-ის ფარგლებს გარეთაც მოჰყვეს შედეგები და ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი გახდეს. ნათელმხილველი არ გამორიცხავს, რომ უფრო ფართო დაპირისპირებაში ნატოც ჩაერთოს. ამასთან, მისი თქმით, არ ელოდება, რომ ბრიტანეთი დაბომბვის ან ოკუპაციის მსხვერპლი გახდება.
ნიუ-იორკთან დაკავშირებული პროგნოზი ერთადერთი შემაშფოთებელი მოვლენა არ არის, რომელსაც სელინა 2027 წლისთვის ვარაუდობს.
მისი თქმით, მომავალი წლის თებერვლის ბოლო კვირა და მთელი მარტი შესაძლოა საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტით აღინიშნოს, რაც დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შეეხება.
ნათელმხილველი შესაძლო კრიზისის მიზეზად ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებას ასახელებს. ეს საზღვაო მარშრუტი ნავთობის ტანკერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
"ვხედავ საწვავის რეალურ გლობალურ დეფიციტს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, მთელი მარტის განმავლობაში“, - განაცხადა მან.
სელინას ვარაუდით, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეფერხებამ შესაძლოა საწვავის მიწოდებაზე იმოქმედოს. მისი პროგნოზით, ამ პერიოდში შესაძლოა ავტომობილების გამოყენებასა და ავიარეისებზე შეზღუდვებიც დაწესდეს.
თუმცა ნათელმხილველი მიიჩნევს, რომ აპრილში ვითარება ნორმას დაუბრუნდება.
მისი თქმით, კრიზისის ეკონომიკური შედეგები უფრო დიდხანს გაგრძელდება: შესაძლოა გაიზარდოს ბენზინის გადასახადი, საწვავის აქციზი და ავიაბილეთების ფასები.
სელინა ასევე პროგნოზირებს საფონდო ბირჟის ვარდნას, რეცესიასა და უძრავი ქონების ბაზრის კრიზისს. მისივე ვარაუდით, ეს მოვლენები ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ესკალაციას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ საფონდო ბაზარი საბოლოოდ აღდგება და კრიზისი დროებითი იქნება.
ნათელმხილველის პროგნოზები თეთრ სახლსაც ეხება. მისი ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას.
სელინა არ გამორიცხავს, რომ ტრამპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში აღმოჩნდეს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თანდათან უფრო მეტი საპრეზიდენტო პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და საბოლოოდ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.
"ვხედავ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გართულებას. ვფიქრობ, შესაძლოა, ის გარკვეულ ეტაპზე საავადმყოფოში აღმოჩნდეს“, - განაცხადა ნათელმხილველმა.
სელინას პროგნოზით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო ხანგრძლივ კონფლიქტად გადაიქცეს.
ნათელმხილველმა რამდენიმე პროგნოზი სამეფო ოჯახსაც მიუძღვნა.
მისი ვარაუდით, პრინცი უილიამი 2027 წლის მაისში გამეფდება, ხოლო მისი კორონაცია შესაძლოა 2028 წლის მაისში გაიმართოს.
სელინა ასევე პროგნოზირებს, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინება საბოლოოდ განქორწინებით დასრულდება.
სელინას მტკიცებით, ნათელმხილველობის უნარი დედის მხრიდან მისი ოჯახის ოთხ თაობას გადაეცემა. როგორც თავად ამბობს, სულებისა და წინათგრძნობების აღქმა დაახლოებით 13 წლის ასაკში უფრო მკაფიოდ დაიწყო.
იგი ამტკიცებს, რომ წარსულში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა, მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალება, ლიზ ტრასის გადადგომა და პაპ ლეო XIV-ის არჩევა.
სელინა ასევე აცხადებს, რომ 2025 წლის 21 ივნისს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებული დაბომბვა ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა..