ავტორი:

პარაგვაის პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ახალი პრეზიდენტი პედრო ალიანა გახდა - რა გახდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი

პარაგვაის პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ახალი პრეზიდენტი პედრო ალიანა გახდა - რა გახდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი

პედრო ალიანა პარაგვაის ახალი პრეზიდენტი გახდა - ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტმა, პედრო ალიანამ საპრეზიდენტო ფიცი დადო, მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტ სანტიაგო პენიას ქვეყნის სენატმა იმპიჩმენტი გამოუცხადა.

იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ სანტიაგო პენია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პროკურორების განცხადებით, ბრალდების დაზუსტება გრძელდება, თუმცა შესაძლოა იგი სარგებლის მიღების მიზნით გავლენის გამოყენებას მოიცავდეს. თავად პენია ბრალდებებს უარყოფს.

ცნობისთვის, პარაგვაიში პოლიტიკური კრიზისი მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ციფრულმა ბანკმა, Ueno Bank-მა ფინანსური კოლაფსი განიცადა. ბანკს დაახლოებით 3 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თავიანთ საბანკო ანგარიშებზე წვდომის გარეშე დარჩნენ.

Ueno Bank-ი 2021 წელს დაფუძნდა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ბანკის სესხების გაცემის პოლიტიკასთან და პარაგვაის პოლიტიკურ ელიტასთან კავშირების შესახებ უამრავი კითხვა არსებობდა, მათ შორის, სანტიაგო პენიასთან დაკავშირებითაც, რომელიც გასულ წლამდე ბანკის მფლობელი კომპანიის აქციონერი იყო.

პოლიტიკურ კრიზისს ასუნსიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა თანხების დაბრუნება მოითხოვეს.

პენიამ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა, თუმცა სენატმა გადადგომის შესახებ მისი განაცხადის მიღების ნაცვლად, მხარი იმპიჩმენტის გამოცხადებას დაუჭირა.