ავტორი:

თეთრ სახლთან დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ "ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს"

თეთრ სახლთან დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ "ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს"

თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი მამაკაცი, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა, რომელსაც მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.

"ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“, - ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.