ექიმი ნარკოლოგი, "ფედერალისტების" წევრი ზურაბ სიხარულიძე ე.წ. უცნობი ვარდისფერი ფხვნილის შესახებ საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.
"სასწრაფო გაფრთხილება - უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება. განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 ("Pink“, "Pinky“) - ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა.ასევე გამოსარიცხია ნიტაზენები და ფენტანილის ანალოგები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია. არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში! არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ ნალოქსონი, თუ ხელმისაწვდომია. ძალიან საშიშია ადგილზე კლავს! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს" - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.