ავტორი:

"დღეს ვიღიმი, მაგრამ ეს ტკივილი არ გამქრალა“ - დიანა ღურწკაიას ემოციური კომენტარი მეუღლის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ

"დღეს ვიღიმი, მაგრამ ეს ტკივილი არ გამქრალა“ - დიანა ღურწკაიას ემოციური კომენტარი მეუღლის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ

მომღერალი დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ხშირად საჯაროდ და გულწრფელად ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რაც ის დაქვრვდა, მომღერალს დანაკარგთან შეგუება უჭირს.

ამჯერად მან საკუთარ განცდებზე "რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მომღერლის თქმით, წლებმა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ვერ გააქრო, თუმცა ის ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს.

"როგორ შეიძლება ამ ტკივილის მოშუშება? დიახ, დღეს ვიღიმი. დიახ, შეიძლება სხვანაირად გამოვიყურებოდე, სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდე და ყველაფერს ვაკეთებდე, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი... მაგრამ ეს ყველაფერი ისევ მისთვის, ჩვენი შვილისთვის უნდა გავაკეთო. ყველასთვის - ჩემი გარემოსთვის, ჩემი გუნდისთვის, ხალხისთვის“, - განაცხადა მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ დიანა ღურწკაიას მეუღლე, პიოტრ კუჩერენკო, 2023 წელს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედია კუბიდან სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ფრენის დროს მოხდა - კუჩერენკო თრომბის შედეგად გარდაიცვალა.

წყვილის ქორწინება 18 წელი გაგრძელდა. მათ ერთი შვილი - კონსტანტინე ჰყავთ.