ავტორი:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მოქმედი ჩემპიონები შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთნენ და უნგრეთის ნაკრები 4:2 დაამარცხეს.

გამარჯვებები მოიპოვეს:

ეთერ მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა.

მარცხი: ეთერ გულბანი

ქართველებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხეს.

  • გამარჯვებები მოიპოვეს:

ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა (გადამწყვეტ ბრძოლაში)

  • მარცხი:

ეთერ გულბანი, ლაშა შავდათუაშვილი

სამწუხაროდ სოფიო სომხიშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ქალთა მძიმე წონაში მონაწილე არ გვყავს და ყველა ბრძოლას ავტომატურად მარცხით ვიწყებთ.

საქართველოს ნაკრები ტურნირის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდება.

sportall.ge