ავტორი:

ბრიტანულ უნივერსიტეტში მაგიის, ოკულტიზმისა და ჯადოქრობის ფაკულტეტი მოქმედებს - რას შეისწავლიან სტუდენტები?

ბრიტანულ უნივერსიტეტში მაგიის, ოკულტიზმისა და ჯადოქრობის ფაკულტეტი მოქმედებს - რას შეისწავლიან სტუდენტები?

დიდ ბრიტანეთში, ექსეტერის უნივერსიტეტს(University of Exeter) სამაგისტრო პროგრამა აქვს, რომელიც მაგიისა და ოკულტიზმის ისტორიას, ასევე ჯადოქრობის გავლენას საზოგადოებასა და მეცნიერებაზე შეისწავლის.

ექსეტერის უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაგიის როლის გამოკვლევას როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ კულტურაში. კურსი აერთიანებს ისტორიას, ლიტერატურას, ფილოსოფიას, არქეოლოგიას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, დრამასა და რელიგიას.

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ემილი სელოვის განცხადებით, აკადემიურ და სოციალურ სფეროში მაგიისა და ოკულტიზმისადმი ინტერესის ზრდა საზოგადოების ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს უკავშირდება. მისი თქმით, პროგრამის ბირთვს დეკოლონიზაცია, ალტერნატიული ეპისტემოლოგია, ფემინიზმი და ანტირასიზმი შეადგენს.

სტუდენტები შეძლებენ აირჩიონ ისეთი მოდულები, როგორებიცაა დრაკონები დასავლურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მეფე არტურის ლეგენდა, პალეოგრაფია, ისლამური აზროვნება, არქეოლოგიური თეორია და პრაქტიკა, ქალის სახე შუა საუკუნეებში, გენდერი და საზოგადოება ადრეულ თანამედროვე ევროპაში და ფსიქოდელიკების ფილოსოფია.

კურსი ავითარებს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობასა და უწყვეტი სწავლის უნარს, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა სტუდენტებს პერფორმანსის სახითაც შეეძლებათ.